მთავარისიახლეებიამ ომის თარიღების ზუსტი გამოცნობა რომ მცოდნოდა, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე...

ამ ომის თარიღების ზუსტი გამოცნობა რომ მცოდნოდა, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე – მიხეილ სააკაშვილი

Published on

მინდა მადლობა ვუთხრა ლიეტუვას სეიმს განცხადებისთვის, რომელიც მოითხოვს ჩემს გადაყვანას ევროპულ ქვეყანაში, ისევე როგორც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პოლონელებს იმისათვის, რომ ყველაზე მაღალ დონეზე, არაერთხელ დააყენეს საკითხი – ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლოზე.

დღეს ე.წ. საზღვრის კვეთის საქმის განხილვაა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი:

“საქმე იმაშია, რომ როდესაც საზღვრის გადაკვეთას ვეხებით, ვიღაც ჭკუათმყოფელს უთქვამს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში იმიტომ, რომ განერიდა ომს უკრაინაშიო. მე ბევრი რამე გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღების ზუსტი გამოცნობა და წინასწარმეტყველება რომ მცოდნოდა, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არა იქ, სადაც ვარ- ამ შუშის უკან. განრიდება რომ მდომოდა , ამერიკაშიც შემეძლო, ჰოლანდიაშიც და ბევრ სხვა ადგილას და არა 310-ე საკანში სადაც ვიმყოფები.
ჩამოვედი იმიტომ, რომ წინასწარ განცხადებულ მქონდა, ჩამოვედი იმ მარშრუტით, რომელიც ყველაზე უსაფრთხო იყო ყველასთვის” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტმა მიხეილ სააკაშვილის ევროპულ ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვა.

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...