მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ეს იყო უსინდისობა, რომელიც გვაჩვენებს სიღრმეს, სადამდეც პუტინის არმია დაეშვა “-...

,,ეს იყო უსინდისობა, რომელიც გვაჩვენებს სიღრმეს, სადამდეც პუტინის არმია დაეშვა “- პრემიერი ჯონსონი კრამატორსკის ტრაგეგდიაზე

Published on

ეს  იყო უსინდისობა, რომელიც გვაჩვენებს იმ „სიღრმეს, სადამდეც პუტინის ერთ დროს ნაქები არმია დაეშვა“-დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა  ბორის ჯონსონმა დაგმო კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე უკრაინის მოქალაქეებზე რუსეთის  თავდასხმა.

ჯონსონის თქმით, „მოქალაქეებზე განურჩევლად თავდასხმა ომის დანაშაულია და უკრაინაში რუსული დანაშაულები შეუმჩნეველი და დაუსჯელი არ დარჩება“

დღეს  ჯონსონი უკრაინას დამატებით 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების უმაღლესი დონის სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას დაჰპირდა.მისი თქმით, აღჭურვილობა მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო და ,, Starstreak-ის საზენიტო  რაკეტებს., რომლებიც ხმის სიჩქარეზე სამჯერ სწრაფად დაფრინავენ,  შეუძლია ცაში მანამ გაჩერდეს, სანამ სამიზნესკენ მიმართულებას მისცემენ“ – მან ამის შესახებ გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე ისაუბრა განაცხადა ჯონსონმა.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ ის მიესალმება გერმანიის მცდელობას რუსულ ნავთობისგან დამოუკიდებელი გახდეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ენერგოუსაფრთხოებასა და აღდგენადი რესურსების შექმნაზე ითანამშრომლებენ.

დღესვე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა გაავრცელა ინფორმაცია,რომ  მისი ქვეყანა უკრაინას ჯავშანმანქანებს გაუგზავნის.  საუბარია Mastiff-ის ჯავშანმანქანებზე.

 

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...