მთავარისიახლეებისაზოგადოებაეს არ არის ქრისტიანობა!- მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა ქადაგებისას რუსეთის პატრიარქს, კირილს ...

ეს არ არის ქრისტიანობა!- მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა ქადაგებისას რუსეთის პატრიარქს, კირილს მიმართა

Published on

 

 რა არის თქვენი ინტერესები, პატარა ბავშვების სიცოცხლის ხელყოფა, დახოცვა და ამ უსუსური ადამიანების ასე განადგურება? ეს არ არის ქრისტიანობა. ეს საშინელებაა”, —ათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა ქადაგებისას რუსეთის პატრიარქს, კირილს ქადაგებისას მიმართა,

რამდენიმე ათეული წელია, ეს მტანჯველი, რომელიც თავის თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მართლმადიდებლების ხოცვით და სისხლისღვრით არის დაკავებული. ~ მე კიდევ არ ვიქნებოდი ასე~მკაცრი, რომ არ მომესმინა რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, სადაც ის ლოცავს თავის როსგვარდიას, მის გენერალს, გადასცემს მას ე.წ. აგვისტოს ღვთისმშობელს.

ვითომ აქ არაფერია ყურადსაღები, მაგრამ ყურადსაღებია ზუსტად ის, რომ ეს ხატი შეიქმნა გასული საუკუნის დასაწყისში, როგორც ევროპის დაპყრობის სიმბოლო, პირველი მსოფლიო ომის დროს, 

მაშინ მათ ვერ განახორციელეს, მაგრამ ხატი ამისთვისაა და ესაც ერთგვარი მინიშნება იყო.~თუ არა მათი ინტერესები ბავშვების და ადამიანების განადგურება.

შიოლაშვილის თქმით,ესეც არ არის ისეთი აღმაშფოთებელი, რომ არა ის, რომ ისმენ პატრიარქისგან, საეკლესიო პირისგან, უბრალოდ სასულიერო პირისგან იმას, რომ რუსებიო ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავენ უკრაინაშიო, ფიცი აქვთო დადებული და ჩვენ ფაშიზმი ერთხელ გავწყვიტეთ წელშიო და ახლაც მოვახერხებთო.

საოცარია და გამაოგნებელია ის გარემოება, რომ იმ ხალხის გარკვეული ნაწილი, ვინც იხოცება, მისი იურისდიქციის ქვეშ არის ან შეიძლება იყო, იმიტომ რომ როგორც გითხარით ხშირი ურთიერთობა მაქვს უკრაინასთან, თითქმის ყოველდღიური, მღვდელმთავრებთან, ჩემს თანაკურსელებთან და იქ უმძიმესი მდგომარეობაა. ეს იყო გამაოგნებელი, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიანო, ფიცი აქვთ დადებულიო და  ამბობს მეუფე.

შიოლაშვილმა რუსეთის მიმართ კრიტიკულად იქადაგა 9 მარტსაც. მისი თქმით, პუტინს, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღით ემუქრება, ქრისტიანულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვს

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...