მთავარისიახლეებისანქციები ბუჩაში ჩადენილი დანაშაულის პროპორციული უნდა იყოს - ზელენსკი

სანქციები ბუჩაში ჩადენილი დანაშაულის პროპორციული უნდა იყოს – ზელენსკი

Published on

​ყველაზე რთულ ლოკაციებად დონბასი და ხარკოვი რჩება – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, უკრაინის არმიამ აგრესორთან გამკლავება შეძლოს.”მეტნაკლებად რთული ვითარებაა დონბასისა და ხარკოვის მიმართულებით. ვაცნობიერებთ, რომ ოკუპანტები რიცხობრივად მეტნი არიან და მეტი ტექნიკა აქვთ, თუმცა ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენმა დამცველებმა მტრის მოგერიება შეძლონ. რუსეთი ახლა ახალ სულელებს აგროვებს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებს შორის, ადამიანებს საბრძოლო გამოცდილებითა და წვევამდელებს, რომ ახალი შეტევისთვის გამოგზავნოს აქ, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ვიბრძვით გამარჯვებისთვის”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ახალი სანქციები, რომელსაც პარტნიორები რუსეთს დაუწესებენ, ბუჩაში ჩადენილი დანაშაულის პროპორციული უნდა იყოს.”ასევე, ვამზადებთ სანქციების ახალ პაკეტს. მას შემდეგ, რაც მსოფლიომ ბუჩაში ნახა, სანქციები ამ დანაშაულის პროპორციული უნდა იყოს. ყველას ვურჩევ, იგრძნოს, რომ ახლა ნამდვილად პრინციპულობის დროა”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...