მთავარისიახლეებირუსეთი შიმშილს იარაღად იყენებს - ზელენსკი

რუსეთი შიმშილს იარაღად იყენებს – ზელენსკი

Published on

რუსეთი შიმშილს იარაღად იყენებს – ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ირლანდიის პარლამენტში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

“რუსეთმა დაბლოკა ჩვენი ყველა საზღვაო პორტი, იმ გემებთან ერთად, რომლებიც უკვე დატვირთულია საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ისინი შიმშილს ხედავენ, როგორც მათ იარაღს. იარაღს ჩვენს წინააღმდეგ, უბრალო ხალხის წინააღმდეგ. როგორც დომინირების იარაღს.” განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა სურსათის მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.

“ჩვენი ექსპორტის გარეშე, ეს არ არის მხოლოდ დეფიციტი, არამედ შიმშილის საფრთხე აფრიკისა და აზიის ათზე მეტ ქვეყანაში. რადგან იქნება პროდუქციის დეფიციტი და ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს ფაქტია”, – თქვა ზელენსკიმ.

მან განმარტა რას გამოიწვევს სასურსათო კრიზისი, რომელსაც ახლა რუსეთი უკრაინაში, თავის დანაშაულებრივი ქმედებებით ქმნის:

“ახლა უკრაინაში თესვის დროა. ჩვენი მოსავლისა და ინფრასტრუქტურის განადგურება მიზანმიმართულად იწვევს სასურსათო კრიზისს. და რა მოხდება ამ კრიზისის შედეგად? მინიმუმ – პოლიტიკური ტურბულენტობა, მაქსიმუმ – ძალადობის აფეთქება.

რუსეთი შიმშილს იყენებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ომის პირველივე დღეებიდან. ყველაზე უარესი ვითარება მარიუპოლშია” – განმარტა ზელენსკიმ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...