მთავარისიახლეები"პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვში შეხვედრებს მართავს

“პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვში შეხვედრებს მართავს

Published on

უკრაინაში ომის ფონზე “პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვში შეხვედრებს მართავს. ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” რუსეთის ფედერალურ საბჭოზე დაყრდნობით გაავრცელა.

“პატრიოტთა ალიანსი” ვიზიტს “რუსეთის ჯავახკური დიასპორის” პრეზიდენტ აგასი არაბიანთან ერთად მართავენ.

ფედერალური საბჭო წერს, რომ “პატრიოტთა ალიანსს” ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ჯაბაროვი შეხვდა.

“ჩვენს ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც რუსეთთან კონტაქტების გაფართოების მომხრეა”, – თქვა ჯაბაროვმა საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცნობით.

მათივე განცხადებით, დავით თარხან-მოურავმა საბჭოს “პატრიოტთა ალიანსის” საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ისინი ერთგულები არიან ქვეყნის ნეიტრალიტეტის.

საბჭო ამბობს, რომ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა დიალოგის გაგრძელება.

აგასი არაბიანმა რუსეთში “პატრიოტთა ალიანსის” ვიზიტის შესახებ Twitter-ზე 5 აპრილს გამოაქვეყნა.

❗️ Друзья! Как мы сообщали – у нас гости из Грузии. По их просьбе мы 04.04.2022 организовали официальную встречу в СФ ФС РФ.. Цель встречи: налаживание российско-грузинских отношений.. возобновление прямого авиасообщения Россия-Грузия.. отмена визового режима для граждан Грузии pic.twitter.com/AMxlmF1dax

— Агаси Арабян (@RusArmGeo) April 5, 2022
ინფორმაცია გაავრცელა კრემლისტურმა “სპუტნიკმაც”.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...