მთავარისიახლეებიმინიმუმ 25 შეტყობინება მივიღეთ ქალების გაუპატიურებაზე, ასაკი 14-დან 25 წლამდეა - დენისოვა...

მინიმუმ 25 შეტყობინება მივიღეთ ქალების გაუპატიურებაზე, ასაკი 14-დან 25 წლამდეა – დენისოვა ბუჩაზე

Published on

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ მინიმუმ 25-მა ქალმა თქვა, რომ ისინი ბუჩაში რუსულმა ძალებმა გააუპატიურეს. ამ თემაზე ის BBC-ს ესაუბრა.

მისი თქმით, სატელეფონო დახმარების ხაზზე მინიმუმ 25 შეტყობინება მიიღო რუსი ჯარისკაცების მიერ 14-დან 24 წლამდე ქალებისა და გოგონების გაუპატიურების შესახებ.

“ეს ხდებოდა ერთი თვის განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საშინელი დანაშაულების დოკუმენტირებას, ყველა დამნაშავე დაისჯება”, – თქვა დენისოვამ.

დენისოვას თქმით, უკრაინას აქვს “უკრაინელი ხალხის გენოციდისა” და სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებები. ის ამბობს, რომ გაუპატიურება რუსული ძალების “ახალი იარაღია”.

რუსეთი ბუჩაში მომხდარ ომის დანაშაულს, გაუპატიურებას, ბავშვების, ქალების, მოხუცების წამებას და მკვლელობას უარყოფს. დასავლეთი კი ბუჩას კადრების გავრცელების შემდეგ მოსკოვს დამატებით სანქციებს უწესებს.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...