მთავარისიახლეებიგოსტომელში სულ მცირე 400 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

გოსტომელში სულ მცირე 400 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

Published on

კიევის ოლქში, ქალაქ გოსტომელში 35-დღიანი ოკუპაციის განმავლობაში, სულ მცირე 400 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა – ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტარას დუმენკომ განაცხადა.

მისი თქმით, აქვთ დადასტურებული ცნობები მოქალაქეების მკვლელობის შესახებ, თუმცა ცხედრების მოძიება ვერ ხერხდება, რადგან რუსი ოკუპანტები კვალს შლიან.

“ჩვენ ვიცით ადამიანების შესახებ, რომ ისინი მოკლეს, არის ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა, თუმცა მაინც ვერ ვპოულობთ… გოსტომელის მიმართულებით, გზის გასწვრივ იყო დახვრეტილი ავტომობილები, სადაც ადამიანები ესვენა, მათ შორის ბავშვი. ეს ცხედრები გაქრა”, – ამბობს ტარას დუმენკო.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...