მთავარისიახლეებიEU-მ უფრო მეტი დახარჯა რუსულ ნავთობზე, ვიდრე უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე - ბორელი

EU-მ უფრო მეტი დახარჯა რუსულ ნავთობზე, ვიდრე უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე – ბორელი

Published on

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროკავშირმა 35 მილიარდი ევრო დახარჯა რუსულ საწვავზე, მაშინ როცა უკრაინის შეარაღებასა და იარაღზე მხოლოდ 1 მილიარდი ევრო.

“ჩვენ უნდა დავეხმაროთ [უკრაინელებს] თავის დაცვაში… ჩვენ უკრაინას მივეცით 1 მილიარდი ევრო. ეს შეიძლება ბევრი ჩანდეს, მაგრამ 1 მილიარდ ევროს ვუხდით პუტინს ყოველდღიურად იმ ენერგიისთვის, რომელსაც ის გვაძლევს”, – განუცხადა მან ევროპარლამენტს.

ევროკავშირის ელჩები იკრიბებიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის განსახილველად, რომელიც რუსული ნახშირის იმპორტის აკრძალვასაც მოიცავს.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მუშაობს დამატებით ზომებზე, მათ შორის ნავთობის იმპორტის შეზღუდვაზე.

სიახლეები

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...