მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-მ პუტინის შვილებსა და ლავროვის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა

აშშ-მ პუტინის შვილებსა და ლავროვის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა

Published on

აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შვილებიც მოხვდნენ. როგორც საერთაშორისო მედია წერს, აშშ მიიჩნევს, რომ პუტინი თავისი ქონების გარკვეულ ნაწილს, შესაძლოა, სწორედ მათთან მალავდეს.

 ახალი სანქციები შეეხებათ საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს, კერძოდ, მის შვილებსა და ცოლს.

ამასთან, სანქციები დაუწესდება რამდენიმე რუსულ ბანკს, მათ შორის, Sberbank-სა და Alfa Bank-ს.

“მე ნათლად განვაცხადე, რომ რუსეთი გადაიხდიდა მძიმე და დაუყოვნებლივ ფასს ბუჩაში მისი სისასტიკეების გამო. დღეს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, დამანგრეველი სანქციების ახალ პაკეტს ვაცხადებთ”, — დაწერა ჯო ბაიდენმა Twitter-ზე

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...