“ვიმყოფებით ჰოსპიტალში, რუსებმა დაგვიტოვეს საჩუქარი – ქიმიური მოწამვლა მივიღეთ” – ნადიმ ხმალაძე

0
228

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნადიმ ხმალაძე  ამბობს, რომ ქართველმა მებრძოლებმა რუსეთის თავდასხმის დროს ქიმიური მოწამვლა მიიღეს.

“ვიმყოფებით ჰოსპიტალში, რუსებმა დაგვიტოვეს საჩუქარი – ქიმიური მოწამვლა მივიღეთ. სამი დღის წინ,  აერპორტი გავწმინდეთ, გუშინ ღამით კი მოწამვლის სიმპტომებმა იჩინა თავი, გვიჭირდა სუნთქვა დაგვეწყო შეშუპება. როგორც გაირკვა, აამ დროისათვის მოწამვლისაგან უკვე გარდაცვლილი იყო 2 უკრაინელი მეომარი და  გართულების შიშით სასწრაფოდ  გადმოგვიყვანეს ჰოსპიტალში. ღმერთს მადლობა, კარგად ვგრძნობთ თავს. “. – ამბობს ნადიმ ხმალაძე.

წინა სტატიასაქართველოში ფაიზერის ახალი დოზები შემოვიდა. ვაქცინაცია მიმდინარე კვირაში განახლდება
შემდეგი სტატიაგაძლიერდება NATO-ს მხარდაჭერა საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინასთვის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური