მთავარისიახლეებიუკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენ კაპიტულაციისთვის, ჩაბარებისთვის გვამზადებენ - მიხეილ სააკაშვილი

უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენ კაპიტულაციისთვის, ჩაბარებისთვის გვამზადებენ – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს. მორიგ სასამართლო პროცესზე მან სიტყვით გამოსვლა ბუჩაში მიმდინარე უმძიმესი გენოციდის შესახებ საუბრით დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინა გამარჯვების. მისი თქმით კი საქართველოს კაპიტულაციისთვის ამზადებენ.

უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩვენ გვამზადებენ ჩაბარებისთვის ლოზუნგით – აბა ომი ხომ არ გინდათ? მინდა ვუთხრა მათ, ვინც ჭამს ამ ლოზუნგს: მეგობრები, ომი და უბედურება დაიწყება მას შემდეგ, რაც ჩაგვაბარებენ.

2008 წელს მე გადავარჩინე თბილის ამ ტრაგედიას იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით.
ბუჩაში ხალხი უბრალოდ დახოცეს იმიტომ, რომ როდესაც ოკუპანტი შემოდის, ის მერე იწყებს სისხლისღვრას და მერე იწყებს ხოცვას.
თუ საქართველოს ჩააბარებენ, რუსები, რომლებიც შემოვლენ თბილისში, მათ ჩვენ ვეზიზღებით და მაშინ დაერევიან მოსახლეობას, მაშინ დახოცავენ ხალხს, მაშინ დაეპატრონებიან ჩვენს ქონებას, მაშინ გაანადგურებენ ქართველ ერს.
ის ხალხი ვინც დღეს კაპიტულაციაზე ლაპარაკობს, გვამზადებს ძალიან დიდი სისხლის აბაზანებისთვის, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გვქონდეს გაცნობიერებული”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...