მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში ფაიზერის ახალი დოზები შემოვიდა. ვაქცინაცია მიმდინარე კვირაში განახლდება

საქართველოში ფაიზერის ახალი დოზები შემოვიდა. ვაქცინაცია მიმდინარე კვირაში განახლდება

Published on

ფაიზერის ახალი დოზები საქართველოში ჩამოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, ვაქცინა ჯერ ცენტრებში გადანაწილდება და აცრების პროცესი შემდეგ განახლდება.

“ერთი მილიონი დოზა ფაიზერი გვაქვს შესყიდული, რომელიც წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემოვა, ახლა პირველი შემოტანაა, ამ დოზების 25%” – ამბობს გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით, ფაიზერით აცრის პროცესი მიმდინარე კვირაში განახლდება. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ვაქცინის ახალი დოზები კიდევ შემოვა და “წყვეტები არ იქნება”.

ქვეყანაში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1 362 040 ადამიანი (ზრდასრული მოსახლეობის 47.4%), ხოლო სრულად – 1 257 404 ადამიანი (ზრდასრული მოსახლეობის 43.8%). ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 239 892 ადამიანს. 

გარდა ამისა, სრულად აცრილია 12-15 წლის მოზარდების 1.84%, ხოლო 16-17 წლის მოზარდების 13.76%.

საქართველოში ფაიზერის ვაქცინის 400 000-მდე დოზას ვადა 31 მარტს გაუვიდა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...