მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველომ სერიოზულად დაიხია უკან შეთანხმების ფარგლებში აღებული ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და პოლიტიკური...

საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან შეთანხმების ფარგლებში აღებული ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით – ევროპარლამენტი

Published on

ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შეფასებაზე ახალ ანგარიშს აქვეყნებს.
 ანგარიშში, რომელიც 2020-2022 წლებს მოიცავს, აღნიშნულია, რომ “2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან იმ ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო”.

“მკვეთრი პოლარიზაციის კონტექსტში, დემოკრატიული ინსტიტუტები საკუთარ არსს კარგავენ, მმართველი კოალიცია კი საკუთარ ძალაუფლებას სულ უფრო მეტად ზრდის და ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის.

მნიშვნელოვნად გაუარესდა კანონის უზენაესობა, რასაც მოწმობს ოპოზიციის ლიდერების გახმაურებული დაკავებები, 2019 წლის ივნისისა და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების არაეფექტური გამოძიება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

სასამართლო სისტემაში 2020 წლიდან მიმდინარე მოვლენებმა ხელი შეუშალა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას. კერძოდ, ნაჩქარევი და მოსამართლეთა არაგამჭვირვალე დანიშვნები, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის არგანხორციელება და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რჩება რეგიონულ ლიდერად კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ბოლო წლებში შენელდა ანტიკორუფციული რეფორმები, მაღალი დონის კორუფციის ეფექტური გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა კი მთავარ გამოწვევად რჩება”.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ასრულებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს და ეფექტურად თანამშრომლობს ევროკავშირის სტრუქტურებსა და წევრ ქვეყნებთან კრიმინალთან ბრძოლის წინააღმდეგ. თუმცა ” უარი თქვა 2022 წლის თებერვლის ბოლოს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა”.

ანგარიშში საუბარია საქართველოში არსებულ მედია გარემოზეც და აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. – “საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უფრო რთული გახდა პოლიტიკური ჩარევებისა და ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების გამო”

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...