მთავარისიახლეებიპოლიტიკასაფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და დანიამ რუსი დიპლომატები გააძევა

საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და დანიამ რუსი დიპლომატები გააძევა

Published on

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებენ. რუსეთში აცხადებენ, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ.

“აღნიშნული ზომა შეთანხმებულია სხვა ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან და აუცილებელია ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო და მიმდინარე კრიზისის კონტექსტში, რომელიც გამოწვეულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი აგრესიით”, – ამბობს დი მაიო.

მსგავსი ნაბიჯი უკვე გადადგეს საფრანგეთმა, გერმანიამ და დანიამ. დანია ქვეყნიდან 15 რუს დიპლომატს აძევებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გავრცელდა.

“ეს არის კიდევ ერთი მაგალითი სისასტიკისა და ომის დანაშაულის, რომელსაც, როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა ბუჩაში”, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...