სააკაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს

0
260

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, რუსეთს იარაღს საქართველოს გავლით აწვდიან. მესამე პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას ახსნა-განმარტებას სთხოვს.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით აწოდებენ იარაღს რუსეთის არმიას. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართალია. მაგრამ უკრაინის დაზვერვა, როგორც წესი ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს. ღმერთმა არ ქნას, რომ ეს მართალი იყოს, საქართველო არ შეიძლება ამაში მონაწილეობდეს. გვიპირებენ ჩაბარებას, ხდება კაპიტულაციის მომზადება. თუ მართლაც საზღვარზე აჩერებენ ამ პროდუქციას და არ უშვებენ უნდ აიყოს ინსტრუქცია და ეს ინსტრუქცია უნდა გამოქვეყნდეს”, – განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

მისი თქმით, ხელისუფლება იმის ნაცვლად რომ ახსნა-განმარტებები აკეთოს, შეთქმულებაში გია ლორთქიფანიძეს ადანაშაულებს:

გია ლორთქიფანიძე საერთოდ სხვა უწყებაში მუშაობს, SBU-ში კონტრადაზვერვაში და ეს არის თავდაცვის სამინისტრო.
მინდა ვთქვა, რომ თუ ეს მართალია, ღმერთმა არ ქნას, რომ ეს მართალი იყოს, მაგრამ ეს ალბათ დასავლეთის დაზვერვის მონაცემებია, თითოეულ ამ ტანკის დეტალზე არის დათო გობეჯიშვილის, ბახვა ჩიქობავას, დათო რატიანის, ჩვენი ბეროს და უამრავი სახვა უკრაინელი და ქართველი მებრძოლის სისხლი. რომ იძახიან რომ ფინანსთა სამინისტრომ უარყო, ჩვენ სანქციებს ვიცავითო მაშინ გვაჩვენონ ინსტრუქცია.

თუ მართლაც საზღვარზე აჩერებენ ამ პროდუქციას და არ უშვებენ, მაშინ უნდა იყოს ინსტრუქცია, ის უნდა გამოქვეყნდეს და ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამის დაჯერება” – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, „ქართული ოცნების“ გუნდი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

წინა სტატიაპუტინის პირადი ტყვე ვარ, საქართველოში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემს თემაზე – სააკაშვილი
შემდეგი სტატიაTexas Pony Rides
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური