უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლეთსა და აშშ-ს მიმართავს და მოუწოდებს, დააწესონ უმძიმესი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილონ “ახალი ბუჩა”.
“ახალი ბუჩას” თავიდან ასაცილებლად, დააწესეთ დამანგრეველი სანქციები: შეწყვიტეთ ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ყიდვა რუსეთიდან. შეწყვიტეთ პუტინის ომის მანქანის დაფინანსება. რუსეთის ეკონომიკა – და მისი ომი – რამდენიმე თვეში შეჩერდება. რამდენიმე თვე ქამრების შემოჭერა ღირს ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად”,- წერს კულება.