მთავარისიახლეებიუკრაინაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

Published on

“ერთად დავანთოთ სანთლები უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნისთვის” – უკრაინაში დაღუპულთა პატივის მისაგებად დღეს, 20:00 საათზე მოქალაქეებმა პარლამენტის წინ აქცია დააანონსეს. აქციის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მედიაში და სოციალურ ქსელებში ბუჩაში გადაღებული კადრები გავრცელდა.

“პარლამენტის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან შევიკრიბოთ, რათა პატივი მივაგოთ რუსეთის მიერ უკრაინაში მოწყობილი გენოციდის მსხვერპლებს. დავუფასოთ უკრაინას მსოფლიო თავისუფლებისათვის თავგანწირული ბრძოლა და გაღებული მსხვერპლი”, – წერენ ორგანიზატორები.

უკრაინა აცხადებს, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს. სულ მცირე 300 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაცვლილი ნახეს ბუჩაში, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ტერიტორიაზე კონტროლი დაიბრუნა. გარდაცვლილი მოქალაქეების ცხედრებით სავსე იყო ქუჩები, მათ ეტყობოდათ წამების კვალი, ჩანს, რომ ნაწილის დაწვა სცადეს.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...