დავით ზალკალიანი აშშ-ში ელჩად დაინიშნა

0
231

პრემიერმინისტრა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გადააყენა. ის აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება. ამ თემაზე განცხადება პრემეირმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

“ვიცე-პრემიერი და საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩას აშშ-ში”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ზალკალიანს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ არის საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. მისი აზრით, როცა მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს ნიშნავს, ამით ყველაფერია ნათქვამი.

წინა სტატიასენაკში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილი შეცვლის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური