მთავარისიახლეებიჩერნიგოვის სკოლის სარდაფში 150 ტყვე იპოვეს

ჩერნიგოვის სკოლის სარდაფში 150 ტყვე იპოვეს

Published on

ოკუპანტებმა ჩერნიგოვის რაიონის სოფელ იაჰიდნეს სკოლის სარდაფში 150 ადამიანი ტყვედ აიყვანეს და სრულ ანტისანიტარიაში ამყოფებდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჩერნიგოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, ვიაჩესლავ ჩაუსის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“აქ ავად იყვნენ და კვდებოდნენ. აქ ცოცხლები იყვნენ მიცვალებულების გვერდით. შიმშილი. წყურვილი. შიში. სასოწარკვეთა. საპირფარეშო ვედროზე. დახრჩობა. ქალები და ბავშვები იყვნენ… საშინელებაა. მტერი ამაზე პასუხს აგებს“, – წერს ის.

მანამდე ჩერნიგოვის რაიონში, რუსებს ხუთი უკრაინელი ჰყავდათ ტყვეობაში. მამაკაცები 33 დღის განმავლობაში იყვნენ ტყვეობაში. ოკუპანტებმა ისინი მძევლად აიყვანეს, შიმშილით სიკვდილითა და დახვრეტით ემუქრებოდნენ და ნულამდე ტემპერატურაზე რკინის კონტეინერში ჩაკეტეს.

სიახლეები

ტრამპი 90 დღით, აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამას აჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის...

ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელი მოინახულა და პირადად მოისმინა პოლიციის მხრიდან განხორციელებული “შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები”-ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი,...

დავა მორიგ შვეიცარიულ ბანკთან -ოლიგარქის ადვოკატის განცხადება

ოლიგარქის მორიგ დავასთან დაკავშირებით, რომელსაც ის კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკთან - Julius Baer-თან იწყებს,...

“ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას” – ჯო ბაიდენმა თავის გუნდსა და თანამშრომლებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა თავის გუნდსა და თანამშრომლებს. მან მადლიერება...