მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში, ლაგუნა ვერესთან ორი ადამიანი მოკლეს

თბილისში, ლაგუნა ვერესთან ორი ადამიანი მოკლეს

Published on

თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ მომხდარი ე.წ. ქურდული გარჩევის დროს ორი ადამიანი მოკლეს, ორის პირის მდგომარეობა მძიმეა., 5 კი დაჭრილია.  გარჩევაში 10-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, მათი ნაწილი  რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ნაწილი კი ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობს. 

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ორ “კანონიერ ქურდს” შორის, ბიზნესსაქმიანობის გადანაწილებასთან დაკავშირებით მოხდა. ესენი არიან ირაკლი ყალიჩავა და ლევან მარღია (იგივე “ლევა ზუგდიდსკი”), რომლებიც თურქეთში იმყოფებიან. 

გარჩევას ზუგდიდელი ე.წ. მაყურებელი, ხვიჩა ცხაკაია ხელმძღვანელობდა. ის ირაკლი ყალიჩავასთან თურქეთში იყო ჩასული, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ლევან მარღიას მხარეს დაუპირისპირდა. 

 თავად ცხაკაია დაჭრილია. მას ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული და რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. 

არსებული ინფორმაციით, გარჩევაში მონაწილეობდა რუსეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდიც, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარეობებში განზრახ მკვლელობასა და ცეცხსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...