მთავარისიახლეებიპოლიტიკათურქეთმა უკრაინას შესთავაზა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მოსახლეობის გასაყვანად

თურქეთმა უკრაინას შესთავაზა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მოსახლეობის გასაყვანად

Published on

Anadolu-ს ცნობით, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა თქვა, რომ თურქული მხარე კოორდინაციაშია რუსეთისა და უკრაინის სტრუქტურებთან და  რუსული ჯარების მიერ ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის.

“ანკარა მზადყოფნას გამოთქვამს ევაკუაციის პროცესისთვის მხარი დაუჭიროს თურქეთში რუსეთის სამხედრო ატაშეს, რომელიც ჩვენს თავდაცვის დეპარტამენტში იყო მიწვეული.

მსგავსი ინიციატივა რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვში თურქეთის სამხედრო ატაშეს მეშვეობით გადაეცა. ჩვენ ასევე კოორდინაციაში ვართ უკრაინის ინსტიტუტებთან ამ ქვეყანაში სამხედრო ატაშეს მეშვეობით”, – განაცხადა აკარმა.

ცნობისთვის, საპორტო ქალაქში ბრძოლები მიმდინარეობს, ბევრმა უკრაინელმა შეძლო გამოსვლა, მაგრამ 150 ათასზე მეტი ადამიანი კვლავ ალყაში რჩება. ჰუმანიტარულ დერეფნებში მუდმივად ირღვევა “სიჩუმის რეჟიმი” რუსი ოკუპანტების მიერ.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...