მთავარისიახლეებისამართალისაქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალზე თავდამსხმელები დააკავეს

საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალზე თავდამსხმელები დააკავეს

Published on

გუშინ, საღამოს საათებში თბილისში, სამგორის რაიონში საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალი  დააყაჩაღეს. თავდამსხმელებმა  ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით   მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცეს, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა” – აცხადებს შსს.შსს-ის ინფორმაციით ორივე თავდამსხმელი მსუბუქად დაიჭრა, თუმცა იქვე მდგომ ავტომობილში ჩასხდნენ და მძღოლი აიძულეს კონკრეტულ მისამართზე წაეყვანა.

 დღეს ორივე თავდამსხმელი დააკავეს.   1992 წელს დაბადებული დ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ჟ.  დაკავების ადგილიდან ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღები – ავტომატი და პისტოლეტი, ხოლო ავტომანქანიდან, რომლითაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ამოღებულია ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი. 

შსს-ის ინფორმაციით  გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის  ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...