მთავარისიახლეებიპოლიტიკაყაზახეთი არ დაეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს

ყაზახეთი არ დაეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს

Published on

ყაზახეთი არ დაეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს – ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა  მოადგილემ, ტიმურ სულეიმენოვმა გააკეთა. 

მისი განცხადებით, ჩავიდა ევროკავშირში, რათა “ევროპელ პარტნიორებს აჩვენოს, რომ ყაზახეთი არ გახდება რუსეთის ინსტრუმენტი, გვერდი აუაროს აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს”.

“ჩვენ დავაკვირდებით სანქციებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ რუსეთთან ეკონომიკური კავშირის წევრი, ბელარუსთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, ასევე ვართ საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი. ამიტომ, ყველაზე ნაკლებად გვინდა, ყაზახეთი დაექვემდებაროს მეორეულ სანქციებს”. – განაცხადა ტიმურ სულეიმანოვმა.

მისივე განცხადებით, ყაზახეთი გააგრძელებს ინვესტირებას რუსეთში, ასევე ინვესტიციების მიზიდვას რუსეთიდან. 

“სხვაგვარად ჩვენი ეკონიმიკა არ მუშაობს. მაგრამ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკონტროლოთ სანქცირებული ტვირთები. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავაკონტროლოთ, რომ ნებისმიერი ინვესტიცია ყახაზეთში, როგორც კერძო პირებისგან, ისე ორგანიზაციებისგან არ იყოს გაწეული მათი მხრიდან, ვისაც სანქციები შეეხო. ეს არის ის, რისი მიტანაც გვინდოდა ევროპელებამდე​“. – თქვა მან. 

სიახლეები

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...