მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ხელი მოვაწერე ბრძანებას, დავაბრუნო ელჩი საქართველოდან" -ვოლოდიმირ ზელენსკი

“ხელი მოვაწერე ბრძანებას, დავაბრუნო ელჩი საქართველოდან” -ვოლოდიმირ ზელენსკი

Published on

უკრაინის ელჩის მისია საქართველოში ამოწურულია. დიპლომატიური დემარშის შემდეგ, იგორ დოლგოვის საბოლოოდ გაწვევას, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა.

“ხელი მოვაწერე ბრძანებას, დავაბრუნო ელჩი საქართველოდან”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა. “არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სხვებთან ერთად სახელმწიფოს დასაცავად მოქმედებენ იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. და არსებობენ ისეთები, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, რომ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, ელჩი, გამოვიწვიო მაროკოდან.

ასევე, მივიღე გადაწყვეტილება, დავაბრუნო ელჩი საქართველოდან. დიდი პატივისცემით, თუ არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, ეძებეთ სხვა სამსახური. ველოდები კონკრეტულ შედეგებს ლათინური ამერიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ცენტრალური აზიიდან და აფრიკიდან. ანალოგიურს ველოდები სამხედრო ატაშეებისგანაც. დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრონტია და ყველამ უნდა იმუშაოს მაქსიმალურად ეფექტურად გამარჯვებისა და უკრაინის დახმარებისთვის, ისევე როგორც თითოეული ჩვენი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე”, – ამბობს ზელენსკი. 

მანამდე, საქართველოდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა 1-ლ მარტსაც მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზი დააკონკრეტა და შეახსენა საქართველოს ხელისუფლებას თავისი პოზიცია, გადამწყვეტ და კრიტიკულ დროს “ქართული ოცნება” ისრებს მაინც ოპოზიციისკენ ამისამართებს. მმართველი გუნდი დღეს იმდენად შორს წავიდა რომ საბოლოოდ საკუთარ გზავნილებში დაიკარგა.

 

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....