მთავარისიახლეებიზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა

ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა

Published on

“ხელი მოვაწერე ბრძანებას, დავაბრუნო ელჩი საქართველოდან”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა.

“არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სხვებთან ერთად სახელმწიფოს დასაცავად მოქმედებენ იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. და არსებობენ ისეთები, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, რომ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, ელჩი, გამოვიწვიო მაროკოდან.

ასევე, მივიღე გადაწყვეტილება, დავაბრუნო ელჩი საქართველოდან. დიდი პატივისცემით, თუ არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, ეძებეთ სხვა სამსახური. ველოდები კონკრეტულ შედეგებს ლათინური ამერიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ცენტრალური აზიიდან და აფრიკიდან. ანალოგიურს ველოდები სამხედრო ატაშეებისგანაც. დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრონტია და ყველამ უნდა იმუშაოს მაქსიმალურად ეფექტურად გამარჯვებისა და უკრაინის დახმარებისთვის, ისევე როგორც თითოეული ჩვენი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე”, – ამბობს ზელენსკი.

მანამდე, საქართველოდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა 1-ლ მარტსაც მიიღო.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...