მთავარისიახლეებიუკრაინაში გმირულად დაღუპულ დავით გობეჯიშვილს ტყიბულში სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში გმირულად დაღუპულ დავით გობეჯიშვილს ტყიბულში სამხედრო პატივით დაკრძალავენ

Published on

ქაშვეთის ეკლესიაში უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

დავით გობეჯიშვილი ვარშავიდან სამშობლოში დღეს დილით გადმოასვენეს. აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.

გარდაცვლილს საღამოს ტყიბულში გადაასვენებენ. ცნობილია, რომ მას სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ, თუმცა დაკრძალვის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.

ცნობისთვის, ქართველი გმირი, უკრაინის დედაქალაქიდან სამხედრო პატივით გააცილეს. ცხედარი კიევის მაცხოვრის სახელობის ტაძარში იყო დასვენებული და მის ხსოვნას უკრაინელმა და ქართველმა ჯარისკაცებმა პატივი მიაგეს.

დავით გობეჯიშვილი 4 დღის წინ ირპენთან სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ის მეოთხე ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას შეეწირა.

სიახლეები

საბა სხვიტარიძის განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული და დაუსაბუთებელია – TI

საბა სხვიტარიძე სინდისის პატიმარია და მისი სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას ტოვებს...

სასამართლო 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საქმის არსებით განხილვას იწყებს

სასახლის ღობის საქმე - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დღეს პაატა ბურჭულაძის, ირაკალი ნადირაძის, მურთაზ ზოდელევას,...

“უკრაინას კი არა, ბლითში ხვრელს მიიღებთ!..” – ანდრეი მელნიკი

გაეროში უკრაინის ელჩი ანდრეი მილნიკი მკაცრად პასუხობს არამარტო რუსეთს, არამედ ყველას, ვინც დაინტერესებულია უკრაინის...

მომავალ ორ თვეში უკრაინა მზად იქნება არჩევნებისთვის – ზელენსკი

დონალდ ტრამპის განცხადების პასუხად ვოლოდიმირ ზელენსკი სრულ მზადყოფნას გამოთქცვამს ქვეყანაში არჩევნების ჩასატარებლად და აცხადებს,...