მთავარისიახლეებიშვედეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავები აღჭურვილი იყო ბირთვული იარაღით

შვედეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავები აღჭურვილი იყო ბირთვული იარაღით

Published on

ორი რუსული თვითმფრინავი, რომლებმაც 2 მარტს შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, აღჭურვილი იყო ბირთვული იარაღით – ინფორმაციას შვედური ტელეარხი TV4 ავრცელებს.
მედიის ინფორმაციითვე, რუსული თვითმფრინავების მიერ, საჰაერო სივრცის დარღვევა შვედეთის დაშინების მიზანმიმართული მცდელობა იყო.

წყაროზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ 2 მარტს კალინინგრადის რუსული ავიაბაზიდან ოთხი თვითმფრინავი აფრინდა. აქედან ორი კი, თავდასხმის თვითმფრინავი აღჭურვილი იყო ბირთვული იარაღით.

უკრაინაში, პუტინის ომის გამო შვედეთის საჰაერო ძალებმა გაზარდეს მზადყოფნა და წინასწარ შენიშნეს, რომ რუსი პილოტები გოტლანდისკენ მიემართებოდნენ.

“ეს არის სიგნალი შვედეთისთვის, რომ ჩვენ გვაქვს ბირთვული იარაღი და შეგვიძლია განვიხილოთ მათი გამოყენებაც” – ამბობს სტეფან რინგი, სამხედრო სტრატეგიული ექსპერტი.

შვედეთის საჰაერო სივრცის დარღვევა დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა. საპასუხოდ, კი ქვეყნის საჰაერო ძალებმა ააფრინეს ორი JAS 39 Gripen თვითმფრინავი.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....