წალენჯიხის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს გელა აბულაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

0
220

წალენჯიხის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს გელა აბულაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. აბულაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. დაკითხვების სერია მიმდინარეობს ზუგდიდის სუს-ის შენობაში.

გახარიას პარტიის წევრები თანაპარტიელი, გელა აბულაძის დაკავებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ. როგორც ბერდია სიჭინავა ამბობს, წინასაარჩევნოდ ზეწოლა მიმდინარეობდა გელა აბულაძესა და მისი ოჯახის წევრებზე.

“მას შემდეგ, რაც გელა აბულაძე დასახელდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად და ოფიციალურად ჩაიბარა საარჩევნო შტაბი საარჩევნო მუნიციპალიტეტის, სწორედ ამ პერიოდში, აგვისტოს თვეში იწყება გამოძიება მის წინააღმდეგ, მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, მაშინ როცა მაჟორიტარი დეპუტატი დაკავებული უნდა იყოს წინასაარჩევნო კამპანიაზე მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა ზეწოლა”,-თქვა ბერდია სიჭინავამ.

წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი, გელა აბულაძე გუშინ, 28 მარტს დააკავეს. აბულაძე გახარიას პარტიის წევრია. სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური მას თაღლითური გზით, მიწის ნაკვეთის დაუფლებას ედავება.

წინა სტატიაკოლექტიური თავდაცვა – რას გულისხმობს NATO-ს მე-5 მუხლი
შემდეგი სტატიაშეერთებული შტატები საქართველოს 126 მილიონი დოლარით დაეხმარება – აშშ თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური