სოფელ დარჩელში “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისიდან ბანერი ჩამოხსნეს და დაწვეს

0
259

 სოფელ დარჩელში “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისიდან ბანერი ჩამოხსნეს და დაწვეს. მოსახლეობა ოფისის გაუქმებას ითხოვს. ადგილობრივები გუშინ საღამოს რამდენიმე საათის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდნენ.

ოფისი “ალტ – ინფოს” წევრებმა გუშინ გახსნეს, სახლი მათ ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მადონა ცომაიამ დაუთმო. აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად, სწორედ ცომაიას სახლთან შეიკრიბნენ, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ.

“აი ასე იწვის პუტინის რუსეთი, იმპერია 220 წლის შემდეგ ზუსტად ასე დაიწვება და ყველა წარწყმდება, ყველა ადამიანი, ვინც მოვიდა აქ და სოფელ დარჩელში დაკიდა ეს ბანერი. ასე დამთავრდება ზუსტად პუტინთან ერთად მისი არსებობა. ალტ-ინფოს აქ არ შემოვუშვებთ და ყველას ვინც ამას დაკიდებს, აი ასე გავუკეთებთ”, – თქვა საკრებულოს წევრმა ენმ-დან, მაია კალანდიამ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ “ალტ-ინფოს” წევრებს სოფელ დარჩელში მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

წინა სტატიააბრამოვიჩი და რუსეთთან მოლაპარაკების დელეგაციის უკრაინელი სამი წარმომადგენელი მოწამლულია
შემდეგი სტატია17 200 ჯარისკაცი, 597 ტანკი, 1 710 ჯავშანტექნიკა – რუსეთის დანაკარგი უკრაინის თავდაცვის მონაცემებით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური