საწვავზე აქციზისა და დღგ-ს გაუქმება ამ ეტაპზე შეუძლებელია – ფინანსთა მინისტრი

0
243

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აქციზისა და დღგ-ს გაუქმებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.

ხუციშვილმა მოსახლეობას “განუმარტა” რატომ ვერ შესრულდება საწვავის ფასთან დაკავშირებით მათ მიერ დაყენებული მოთხოვნები.

“კონკრეტულად, აქციზისა და დღგ-ს გაუქმებასთან მიმართებაში. ეს ჯამურად ქვეყნის შემოსავლების ნაწილში შეადგენს 1.3 მილიარდ ლარს. ეს არის ჩვენი საგადასახადო შემოსავლების, დაახლოებით, 8%-დან 9%-მდე. ბუნებრივია, ამხელა ტიპის საგადასახადო შემოსავლების დაკლებაზე, როდესაც მიმდინარე წელი დაგეგმილია და წელს დაგეგმილია ქვეყნის მიერ აღებული სოციალური ვალდებულებები ჩვენი მოსახლეობის წინაშე, შეუძლებელია ამ ეტაპზე იქნას საუბარი”,- თქვა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საწვავის გაზრდილი ფასების გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა დედაქალაქსა და საქართველოს დიდ ქალაქებში აქცია გამართეს. შსს-მ პროტესტის გამო, 20 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები საწვავზე აქციზის შემცირებას ითხოვენ, რაც მათი თქმით, საწვავის ფასს დაარეგულირებს.

წინა სტატიავინც იძახის, რომ ქართველი ჯარია დამნაშავე და არც კი გაუხარდა ჰააგაში ჩვენი სრული გამართლება, ის არის ომის პარტია- სააკაშვილი
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში გახარიას პარტიიდან საკრებულოს წევრი გელა აბულაძე სავარაუდო დარღვევაზე დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური