სააკაშვილის გათავისუფლება არ განიხილება- ირაკლი კობახიძე

0
227
სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს და არ უნდა წავიდეს უკრაინაში ისევ და ისევ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. გახსოვთ, როგორ დაამძიმა მან საქართველოს მდგომარეობა 2008 წელს და მას შეუძლია ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმოს უკრაინელ ხალხს. პირველ რიგში, უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არაა მისი გათავისუფლება, თუმცა, ამას რომ დავანებოთ თავი, რა თქმა უნდა, ასეც და ისეც მას აქვს სასჯელი მოსახდელი და არავითარი ფორმითსააკაშვილის გათავისუფლება არ განიხილება. მან უნდა დაანებოს თავი ქვეყნის დაზიანებას. რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოსაც და უკრაინასაც – ესაა უკეთესი ორივე სახელმწიფოსთვის. –განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე მოითხოვა კიევში სამკურნალოდ გაშვება და სასჯელის დროებით გადავადება.
წინა სტატიაოკუპანტების მიერ გატაცებული უკრაინელი მერები ცოცხალი აღარ არიან – ზელენსკი
შემდეგი სტატიაე.ი. ყველა ვისაც შია, სწყურია, ბავშვებს ვერ აჭმევს და ვერ აძლევს განათლებას, თურმე ნაციონალია – სააკაშვილი საწვავის აქციაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური