მთავარისიახლეებიპოლიტიკაბოლოს რუსეთი, რა თქმა უნდა ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც - ვოლოდიმირ ზელენსკი

ბოლოს რუსეთი, რა თქმა უნდა ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც – ვოლოდიმირ ზელენსკი

Published on

ბოლოს რუსეთი, რა თქმა უნდ ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც. რატომ იქცევა ვლადიმერ პუტინი ასე? პუტინს მრავალ-ვექტორული მიდგომა აქვს მსოფლიოში რუსეთის ადგილთან, ლიდერობასთან დაკავშირებით, იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, ვინც რუსეთისგან წავიდა, ვისაც აქვს უფლება რუსეთის ნაწილი არ იყოს -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვაზე – 

ბევრი მიზეზია თუ რატომ იქცევა [პუტინი] ასე. ამბიცია იმისა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, რამდენხნიანია ეს ამბიცია? რამდენი დარჩა სიცოცხლე ნებისმიერ ადამიანს რომელიც 70-80 წლისაა, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს?. სტრატეგია არის, როცა ფიქრობ იმაზე თუ რა მოუვა სახელმწიფოს, რომელსაც მართავ უკვე საუკუნის მეოთხედის განმავლობაში. 

მე არ ვარ რუსი ხალხის მრჩეველი, მაგრამ მგონია, რომ ეს არ არის სტრატეგია… .

კავკასია კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები მოლდოველები არიან, ხოლო უკრაინა უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორიებია.

ახლა უკრაინა საშიშია ბევრი თვალსაზრისით. პირველი – რუსულმა ენამ გავლენა დაკარგა, რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკარგა, [პუტინს] უნდა რომ ეს ყველაფერი დააბრუნოს ძალის გამოყენებით, რაც სხვა ტალღამდე მიგვიყვანს.  ახალი, ახალგაზრდა ხალხი მოდის ჩვენთან და ის ფიქრობს, მას რა ეშველება, შემდეგ რა იქნება…

ბოლოს რუსეთი რა თქმა უნდა ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც.. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მერე ამ ხალხმა როგორ უნდა ისწავლოს თანაცხოვრება?

ამიტომ არ წავიღებთ ყირიმს სამხედრო გზით. ჩვენ ხალხი გვეცოდება. ჩვენი ხალხი გვეცოდება. იმიტომ რომ  ხალხი სხვა იდეოლოგიით მოვა.. ამ 10 წლის განმავლობაში იქ არაფერი გააკეთეთ. რამე ააშენეთ ყირიმში? სასტუმროები როგორც დუბაიში ან რამე გააკეთეთ? რამე გააკეთეთ დონბასში?

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...