თბილისში დაკავებები დაიწყო -შსს არ ახმაურებს ინფორმაციას დაკავებულთა რაოდენობის შესახებ

0
321

 თბილისში საწვავის უკონტროლო გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია-მსვლელობას რასაც პოლიციასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია რამდენიმე მონაწილე, მაგრამ  შსს ინფორმაციას მათი რაოდენობის შესახებ ჯერ არ ახმაურებს

მანამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საპროტესტო აქციის ფარგლებში აქციის მონაწილეებმა მოახდინეს სხვადასხვა ადგილას სატრანსპორტო კვანძის დაკეტვა.

„აღნიშნული ქმედება იწვევს დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი, გახსნან სატრანსპორტო მოძრაობა და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, იქნება აღკვეთილი“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

წინა სტატიაპუტინი უკრაინისთვის კორეის სცენარს განიხილავს
შემდეგი სტატიაგამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 4 ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური