პუტინი უკრაინისთვის კორეის სცენარს განიხილავს

0
239

ვლადიმირ პუტინი უკრაინისთვის კორეის სცენარს განიხილავს. ანუ შეეცდება გამყოფი ხაზი გაავლოს ოკუპირებულ და არაოკუპირებულ ტერიტორიებს შორის.- ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის ცნობით, “ახლა, როცა ჩავარდა პუტინის გეგმა კიევის ბლიცკრიგით აღების და უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდების შესახებ იგი უკვე ცვლის მთავარ ოპერატიულ მიმართულებებს სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ. არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ ის უკრაინისთვის “კორეულ” სცენარს განიხილავს.  ფაქტობრივად ეს არის მცდელობა შეიქმნას უკრაინაში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა. მთლიანი სახელმწიფოს გადაყლაპვა მას ნამდვილად არ შეუძლია”. – თქვა ბუდანოვმა.

ბუდანოვის თქმით, რუსეთისთვის ჯერ კიდევ აქტუალურია ყირიმთან სახმელეთო კორიდორის შექმნა, თუმცა ამ მიზნის მიღწევაში რუსეთს უძლეველი მარიუპოლი უშლის ხელს. დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსი ოკუპანტები შეეცდებიან ოკუპირებული ტერიტორიებისგან ერთი კვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი შექმნან.

წინა სტატიამოსახლეობა საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებს
შემდეგი სტატიათბილისში დაკავებები დაიწყო -შსს არ ახმაურებს ინფორმაციას დაკავებულთა რაოდენობის შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური