მოსახლეობა საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებს

0
269

  მძღოლები და მოქალაქეები თბილისში საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები  ხელისუფლებისგან ფასების უკონტროლო ზრდაზე  სწრაფ რეაგირებასა მოითხოვენ. ისინი თვლიან, რომ ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა მიიღოს ზომები, რაც ხელს შეუწყობს :
აქციზის გადასახადის სრულად გაუქმებას;
დღგ-ის მცურავ რეჟიმზე გადაყვანას;

ხელოვნური მონოპოლიების დაშლას;

ეს, მათი თქმით,  80-90 თეთრით შეამცირებს საწვავის ფასსს. რომელმაც უკვე მიაღწია4 ლარს , სხვა შემთხვევაში კი, თუ არ გატარდა  რადიკალური ეკონომიკური რეფორმები, საწვავის ფასი კიდევ გაიზრდება

აქციის ინიციატორები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, ისინი  ითხოვენ, რომ ფინანსთა ან ეკონომიკის მინისტრმა შექმნან სამუშაო ჯგუფები და შეხვდნენ მათ.

პარლამენტთან უპასუხოდ დარჩენილები  გმირთა მოედნისკენ დაიძრნენ და  მოედანზე მისასვლელი გზები გადაკეტეს. გზად მათ ავტომანქანების  მძროლები შეუერთდნენ.

გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია ,  გაჩერებულია მოძრაობა თამარ მეფის ხიდიდან პეკინისკენ მომავალ გზაზე, ასევე, ვარაზისხევსა და ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე.  ავტომობილებს  მოძრაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ აქვთ.

დედაქალაქის გარდა აქციები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართა., მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და ოზურგეთში.  

საწვავის ფასი დღეს ისტორიულ მაქსიმუმზეა და 4 ლარს აჭარბებს. გაძვირდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობაც. საწვავის ფასი აისახება მომსახურებისა და სურსათის 70%-ზე. შედეგად, მოსახლეობა ყოველთვიურად 20%-ით ღარიბდება . ამ მოცემულობაში, მნიშვნელოვანია დაუყონებლივ დაიწყოს ეკონომიკური რეფორმა საგადასახადო კუთხით,  რომლის ნაცვლად  ხელისუფლება დუმს და ვითხოვთ  – ამბობენ აქციის ინიციატორები. 

წინა სტატიაარ შეგეშინდეთ დიქტატორის, ის ვერასდროს წაშლის ხალხის სიყვარულს თავისუფლებისადმი – ბაიდენი
შემდეგი სტატიაპუტინი უკრაინისთვის კორეის სცენარს განიხილავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური