„ვაგნერი“ უკრაინელი ლიდერების მკვლელობას გეგმავს, რა მიზნით დაინიშნა აფხაზეთში ვაგნერის ერთერთი წამყვანი ფიგურა ინალ არძინბა?

0
223

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, მარკიან ლუბკივსკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის სავარაუდო მკვლელობის გეგმაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ იყო ჩართული.

„მათ სურდათ მოეკლათ უკრაინის ლიდერები: ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერი. ეს იყო მიზანი და რამდენიმე მათგანი უშედეგოდ გამოგზავნეს უკრაინაში“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა.

მისი თქმით, ზელენსკის მკვლელობის გეგმის შესახებ ინფორმაცია დადასტურებულია.

„ყველა ეს დოკუმენტი და საჭირო მტკიცებულება წარედგინება საერთაშორისო სასამართლოს”, – აღნიშნა მარკიან ლუბკივსკიმ.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ დაჯგუფება დაკავშირებულია კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქთან, ევგენი პრიგოჟინის სახელთან, თუმცა ის „ვაგნერთან“ ყველანაირ ურთიერთობას უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გაერთიანებულმა სამეფომ „ვაგნერს“ სანქციები დაუწესა.

მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მინისტრი  არძინბა ,, ვაგნერის” ეთერთი მნივნელოვანი ფიგურა იყო, მას ევალებოდა ანტიუკრაინულ ძალთა მოსყდვა- გადაბირება რუსეთის სასარგებლოდ, რისთვისაც უკრაინის ხელისუფლებამ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა, მასზე ჯერ კიდევ პოროშენკოს მმართველობის დროიდან არის გამოცხადებული ძებნა.

უკრაინიდან გაქცეულმა არძინბამ ისე მოსკოვში გაქცევით უშველა თავს და შარშან საახალწლოდ სოხუმში მოუძებნეს ადგილი.ახლა უკვე ურწმუნოთათვისაც ნათლად ჩანს, რომ მან აფხაზეთში ისეთივე საქმეები უნდა განაგრძოს, როგორსაც ეწეოდა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში. პიველი,რაც ინალ არძინბამ აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილს პროექტების განხორციელება აუკრძალა

წინა სტატიასხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია – ილია II-ის სამძიმარი
შემდეგი სტატიადადასტურებულია კორონავირუსის 658 ახალი შემთხვევა, გადაცვლილია 6 ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური