უკრაინაში აფხაზეთიდან ჩასული მე-7 რუსული ბაზის სამხედროების ნაწილი და ტექნიკა განადგურებულია

0
256

უკრაინაში აფხაზეთიდან ჩასული მე-7 რუსული ბაზის სამხედროების ნაწილი და ტექნიკა განადგურებულია. ვინც შეტევას გადაურჩა, ტექნიკა ადგილზე მიატოვა და გაიქცა.– ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი იური ბუტუსოვი ავრცელებს.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ 7 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან, იქ განთავსებული სამხედრო ბაზებიდან სატანკო ბატალიონების ეკიპაჟები რუსეთში გადაიყვანეს.

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, სატანკო ეკიპაჟები სატანკო ბიათლონში მონაწილეობისთვის მოემზადებოდნენ და კონკურსის მონაწილეები იასპარეზებდნენ თანამედროვე T-72B3 ტანკებით:

თუმცა ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ წვრთნა მხოლოდ მიზეზია და რუსული სამხედრო ბაზებიდან გაწვეული სატანკო ეკიპაჟების წევრებს უკრაინისკენ აგზავნიდნენ.

წინა სტატიაბერდიანსკის პორტში რუსული სადესანტო ხომალდი “ორსკი” გაანადგურეს [video]
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური