სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო

0
192

სტრასბუგრის სასამართლოში საქმე სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ, განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. მიუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საერთაშორისო სასამართლოში ხელისუფლების არგუმენტები მყარია. და ბუნებრივია, ჩვენ საბოლოო კომენტარების გაკეთება შეგვეძლება მას შემდეგ, რაც საქმეზე დასრულდება არსებითი განხილვა.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომში მის გამოქვეყნებას, ბუნებრივია, ამის შესახებ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, აქ არ არის წინასწარ მკაცრად გაწერილი ვადები, გადაწყვეტილებას ამაზე მიიღებს სასამართლო და მას შემდეგ, რაც საქმეზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, შემდგომში ჩვენ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით კომენტარს”, – თქვა რატი ბრეგაძემ. 

“ქართული ოცნების” ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტი ედავება მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებას. მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგს 2 წლის წინ მიმართა. საუბარია გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე და მესამე პრეზიდენტი სამ მუხლს დაობს:

მე-6 მუხლი – საქმის სამართლიანი განხილვის უფლება;

მე-7 მუხლი – არავითარი სასჯელი კანონის გარეშე;

მე-18 მუხლი – უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები.

„24 თებერვლის მერე, არამარტო მიხეილ სააკაშვილი, არამედ მთელი მსოფლიო შეიცვალა. ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილი, როგორც ის ადამიანი, ის პოლიტიკოსი, რომელიც პირველი დაუპირისპირდა ღიად პუტინს, როგორც ადამიანი, რომლის პოლიტიკური ბიოგრაფიაც სწორედ პუტინთან დაპირისპირებით არის ხაზგასმული, დღეს ნამდვილად არ უნდა იჯდეს პუტინის მიერ 2008 წელს აოხრებული საქართველოს ციხეში.  დღეს ამას ვამბობ კიდევ ერთხელ, არა იმიტომ რომ მის მიმართ შემეცვალა დამოკიდებულება, არამედ იმიტომ, რომ ისტორია შეიცვალა. დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს, მე შთაბეჭდილება მრჩება, ის იქნებოდა უკრაინის დამცველთა წინა რიგებში“- აცხადებს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

“მიხეილ სააკაშვილის ყოფნა ციხეში არის პუტინის ცივილიზაციური ომის ნაწილი… საქართველოს არ ჰყოლია და ჰორიზონტზეც არ ჩანს, იმ მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწე, როგორიც მიხეილ სააკაშვილია”, უკრაინა მას მოითხოვს როგორც თანამდებობის პირს, რომელიც სჭირდებათ კრიზისების სამართავად” – ამბობს ტელეკომპანია ,,მთავარის” გენდირექტორი ნიკა გვარამია

წინა სტატიაუკრაინაში აფხაზეთიდან ჩასული მე-7 რუსული ბაზის სამხედროების ნაწილი და ტექნიკა განადგურებულია
შემდეგი სტატიალატვიამ თინა კანდელაკი და რუსეთის კიდევ 24 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური