თუ რუსეთის ჯარები საქართველოშიც შემოვლენ, მოსახლეობის 42.7% მზად არის ქვეყანაში დარჩეს და იბრძოლოს

0
293

IPM-ს კვლევის თანახმად, თუ რუსული ჯარები უკრაინის მსგავსად საქართველოშიც შემოვლენ, მოსახლეობის 42.7% მზად არის, ქვეყანაში დარჩეს და იარაღით ხელში იბრძოლოს.

გამოკითხულთა  24.2%  ამბობს, რომ ქვეყანაში დარჩება და შეეცდება, უსაფრთხოდ იყოს. 16.7% მზადაა, ჩაერთოს მოხალისეობრივ აქტივობებში (11.2% სამოქალაქო, ხოლო 5.5% სამედიცინო ან ფსიქო-სოციალურ მოხალისეობრივ აქტივობაში).

მოსახლეობის 11.2% აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო. 3% – მიტინგებს შეუერთდება.

მხოლოდ გამოკითხულთა 1.7% ამბობს, რომ ქვეყნიდან წავა.

გარდა ამისა, IPM-ს ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 57% აცხადებს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, დახმარების შესათავაზებლად გაემგზავრებოდა უკრაინის რომელიმე ქალაქში ან ოლქში. კითხვაზე, რა ტიპის დახმარებისთვის წავიდოდა უკრაინაში, გამოკითხულთა 47.9% პასუხობს, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებას, რითიც შეძლებდა. 

წინა სტატიაპრეზიდენტი სააკაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ არ გამიცრუა იმედები, დღეს გადაიდგა უზარმაზარი ნაბიჯი სიმართლის დასადგენად
შემდეგი სტატიაDeutsche Welle: დაჭრილი რუსი ჯარისკაცების უმრავლესობა ძირითადად ღარიბი რეგიონებიდანაა და ხშირად არ იციან, რისთვის იბრძვიან სინამდვილეში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური