მთავარისიახლეებისაზოგადოებარიკოთის უღელტეხილზე თბილისიდან ზუგდიდისკენ მოძრავ ავტობუსს ხიფათი შეემთხვა

რიკოთის უღელტეხილზე თბილისიდან ზუგდიდისკენ მოძრავ ავტობუსს ხიფათი შეემთხვა

Published on

 რიკოთის უღელტეხილზე ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო ავტობუსს ავტოავარია შეემთხვა.

ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია ახორციელებს, მიწის მასა ჩამოიშალა და ტრანსპორტი დააზიანა. საბედნიეროდ, ავტობუსის მძღოლმა იმარჯვა და მგზავრები ხიფათს გამოარიდა. შემთხვევის შედეგად 1 პირი მსუბუქად დაშავდა.  მალევე თბილისიდან სხვა ავტობუსი გამოიძახეს და მგზავრები ზუგდიდში უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს. 

ავარიის შემსწრენი  ვარაუდობენ, რომ   მიწის ჩამოშლა ან უამინდობასთან   ერთად  უხარისხოდ გაკეთებულმა ჯებირმა გამოიწვია, ან არასწორად მიმდინარე საგზაო სამუშაოებმა, მათი თქმით, შემთხვევის დროს ადგილზე ტრაქტორი მუშაობდა და გზას ჭრიდა. 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...