ლატვიამ თინა კანდელაკი და რუსეთის კიდევ 24 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

0
323

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  თინა კანდელაკი და რუსეთის კიდევ 24 კულტურისა და გასართობი სფეროს წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. სამინისტრო თვლის რომ, აღნიშნული პირები კრემლის დანაშაულებრივი ქმედებების თანამონაწილენი არიან, რადგან ისინი აქტიურ საჯარო მხარდაჭერას აცხადებენ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის მიმართ.

” პერსონა ნონ გრატას სიას დამატებული ადამიანები საჯაროდ ამართლებენ და პროპაგანდას უწევენ რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებულ და უსამართლო შეჭრას და ომის დაწყებას. […] კრემლის რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკის მხარდაჭერა ნიშნავს დანაშაულებში თანამონაწილეობას. შესაბამისად, ასეთი ადამიანების ლატვიაში შესვლა დაუშვებელია”. – წერია სამინისტროს განცხადებაში

 

წინა სტატიასტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო
შემდეგი სტატიაევროპული სასამართლო სარჩელების უმეტესობას განსახილველად არც იღებს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საქმე მიღებულია განსახილველად
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური