ჯო ბაიდენი ბრიუსელში, ნატოს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა

0
219

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკვე გაემგზავრა ბრიუსელში, ნატოს სამიტზე დასასწრებად.

თეთრი სახლიდან გამოსვლისას, კითხვაზე, თუ რას ეტყვის ის თავის პარტნიორებს, ბაიდენმა თქვა, რომ დაელოდება პირისპირ შეხვედრას.

“ყველაფერი რაც უნდა მეთქვა, ვაპირებ ვთქვა, როცა იქ მივალ”, – თქვა მან ბელგიაში შვიდსაათიანი ფრენის დაწყებამდე.

24 მარტს NATO-ს, ევროკავშირის და დიდი შვიდეულის საგანგებო სამიტები ფოკუსირებული იქნება  უკრაინის მხარდაჭერაზე.

წინა სტატია,,ჩვენ უკრაინისთვის’’ – ზუგდიდში საქველმოქმეო კონცერტი გაიმართა [Video]
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: სამიტზე განიხილება საქართველოსთვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გაძლიერებაც
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური