,, ჩემი ქვეყანა ჭკუიდან შეიშალა!” – ანდრეი მაკარევიჩი პუტინის პოლიტიკას გმობს

0
283
,,ჩემი ქვეყანა ჭკუიდან შეიშალა! ცნობილი მუსიკოსი “Машина времени”-ის ხელმძღვანელი ანდრეი მაკარევიჩი პროტესტსუცხადებს ვლადიმერპუტინს და მის ამომრჩეველს
,,შეწყვიტეთ ეს სიგიჟე! შეაჩერეთ ომი!
ჩემი ქვეყანა ჭკუიდან შეიშალა!
… დამთავრდა! ყელში ამომიხვედით ბატონო ლაქიებო, თაღლითებო, ოპორტუნისტებო, უბრალოდ იდიოტებო! არ გაბეოთ მასწავლოთ სამშობლოს სიყვარული! სიყვარულის სწავლება შეუძლებელია! სიყვარულს ვერ აიძულებ! დავიჯერო ეს ასე გაუგებარია? იმ რუსეთის, რომელიც მიყვარს და მეყვარება, თქვენგან სიყვარულის სწავლება არ მჭირდება! ის ურჩხული, რომლის დაბადებასაც ცდილობთ ჩემს ქვეყნის დასახიჩრება-დამახინჯებით, შევიყვარო, მე ვერ მაიძულებთ. ჯოჯოხეთში 
დაიწვით, ჯამბაზებო!
პუტინმა ხალხი ნახირად კი არ აქცია, არამედ ნახირმა აირჩია და პუტინისგან ასეთი მმართველი შექმნა. მილიონების თანხმობის გარეშე, არაფერი ასეთი არ მოხდებოდა და ეს უბედურებაა!
,, აი, რა ვერ გამიგია – როგორ ვითმენთ ამას ყველა? მთელ ცივილიზებულ სამყაროს წაგვაჩხუბეს  , ომის ზღვარზე დაგვაყენეს, ჩვენი სახელით მთელ მსოფლიოს ეუხეშებიან, ჩვენ გვატყუებენ, გვაცურებენ, კანონებიდან მოსაჩვენებლადაც არაფერი დარჩა – რატომ ? ახლა შეიძლება ადამიანი პირდაპირ კოლონიაში გაასამართლო, რომ მოსამართლე ორჯერ არ წამოდგეს! ნებისმიერი, ვინც თავისუფალ არჩევნებზე ხმა ამოიღო  – უკვე ტერორისტია და ეტყობა ჩვენს მართვას სამუდამოდ აპირებენ – ასატანია, მ ო გ წ ო ნ თ?
,,ჩვენს ხალხს გენეტიკურად აქვს ქვეცნობიერი რწმენა, რომ ყველაზე მთავარი ყველაზე ბრძენ ა. „როცა მეფე მოვა, მეფე განიკითხავს“. თუმცა ისტორია ამბობს, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის, მაგრამ ვის  ახსოვს იგი…“
მე ვიცი ერთი რამ: ჩვენ ყველა დავისჯებით ჩვენი სისულელის გამო!
პუტინი უკრაინის დაყოფაზე ოცნებობდა. მგრამ მხოლოდ გააერთიანა იგი!
P.S.   ანდრეი მაკარევიჩმა 2014 წელს, როდესაც ის პუტინი  უკრაინაში პირველად შეიჭრა, დაწერა სიმღერა ,,ჩემი ქვეყანა ჭკუიდან შეიშალა” . ,,ჩემმა ქვეყანამ ომი დაიწყო, მაგრამ მე ვერ შევაჩერე”, – ნათქვამია სიმღერაში.
წინა სტატიაშევთხოვთ უფალს, გვაკმაროს ეს მსხვერპლი და გვაზეიმოს უკრაინის გმირ ერთან ერთად თავისუფლება – მეუფე პეტრე ცაავა
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში ფოსფორის ბომბები გამოიყენეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური