,,ბახვა ჩიქობავა ნამდვილად გახდება უკრაინის ეროვნული გმირი” – მიხეილ სააკაშვილი

0
339
მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს სამძიმრის წერილს ბახვა ჩიქობავას დაღუპვასთან დაკავშირებით
,,ჩემმა მეგობარმა ბახვა ჩიქობავამ უზარმაზარი რისკის ფასად გამოიყვანა ცეცხლის ქვეშ ოთხი დაჭრილი მეომარი ალყაშემორტყმული ქალაქიდან, მათ შორის იყო ჩემი ახლო მეგობარი, გიორგი ქუფარაშვილი, რომელიც მძიმედაა დაჭრილი.
ბახვამ გადაარჩინა მათი სიცოცხლე და უკანა გზაზე ემსხვერპლა აფეთქებას, ეს ადამიანი ნამდვილად გახდება უკრაინის ეროვნული გმირი, მაგრამ საქართველოს ნებისმიერი შემდგომი პატრიოტული ხელისუფლება აუცილებლად მიანიჭებს მას ასევე, საქართველოს ეროვნული გმირის წოდებას.
ვუსურვებ ჩემ ძმას გიორგი ქუფარაშვილს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას და მტრის ჯინაზე ძალიან დიდხანს სიცოცხლეს. – წერს პრეზიდენტი
წინა სტატიაევროპული სასამართლო სარჩელების უმეტესობას განსახილველად არც იღებს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საქმე მიღებულია განსახილველად
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი სააკაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ არ გამიცრუა იმედები, დღეს გადაიდგა უზარმაზარი ნაბიჯი სიმართლის დასადგენად
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური