მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში ფოსფორის ბომბები გამოიყენეს

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში ფოსფორის ბომბები გამოიყენეს

Published on

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში ფოსფორის ბომბები გამოიყენეს. დაბომბვის შედეგად ქალაქ რუბეჟნოეში დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, 6 მოქალაქე კი დაშავდა.

ინფორმაციას ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

ოკუპანტებმა ასევე დაბომბეს სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, კრემენნაია, ნოვოდრუჟესკი, ვოევოდოვკა. შედეგად დაზიანდა 31 ობიექტი, მათ შორის 10 ბინა და 13 კერძო სახლი. 16-ში შენობაში ხანძარი გაჩნდა. 

ამ დროისთვის ლუგანსკში 14 დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეუწყდა, 21-ს კი მთლიანად. ელექტროენერგიის გარეშეა 101 526 მომხმარებელი. გაზი არ მიეწოდება 27 დასახლებას, აქედან 5-ს ნაწილობრივ, ხოლო 22-ს მთლიანად. 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...