შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა

0
169

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა.

როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სანქციებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები –  24 მარტს გახდება ცნობილი.

ამ  დღეს ბრიუსელში ჩატარდება NATO-ს რიგგარეშე სამიტი, რომელსაც ბაიდენიც დაესწრება. სანქციების შესახებ ბაიდენი სწორედ მოკავშირეებთან ისაუბრებს. 
“რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ ახალ სანქციებზე იქნება ფოკუსირებული, არამედ იმის უზრუნველყოფაზე, რომ ერთობლივი ძალებით ხდება უკრაინაში შეჭრის აღკვეთა. ეს შემდგომი ფაზის მნიშვნელოვანი ნაწილია” – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
 

ჯო ბაიდენი ევროპული ქვეყნების ლიდერებთან ისაუბრებს “ენერგოუსაფრთხოებასა და ერთობლივ ნაბიჯებზე, გრძელვადიან პერსპექტივაში შეამციროს ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე. 

“პრეზიდენტი ასევე ილაპარაკებს ადამიანის უფლებებზე და უპასუხებს უკრაინიდან ლტოლვილების გაზრდილ ნაკადს”. – განაცხადა სალივანმა. 

ჯო ბაიდენი მონაწილეობას მიიღებს G7-ის ფორმატში გამართულ შეხვედრებში. ასევე, ჩავა პოლონეთში, სადაც, როგორც სალივანი ამბობს, “შეხვდება ამერიკელ ჯარისკაცებსაც, რომლებიც NATO-ს ტერიტორიის დაცვაში მონაწილეობენ, ასევე, ექსპერტებს, რომლებიც ჩართულები არიან ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაში”.

აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთის ლიდერს, ანჟეი დუდასაც შეხვდება. სალივანმა არ იცის, შეხვდება თუ არა ბაიდენი უკრაინელ ლტოლვ​ილებს

 

წინა სტატიაგია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ცხედრები უკვე გადაასვენეს ვარშავაში, ბახვა ჩიქობავას გადმოსვენების საკითხი ჯერჯერობით უცნობია
შემდეგი სტატიაყველაფერი რუსეთის არმიის შესახებ, რომელიც უკრაინაში იბრძვის ან ბრძოლისთვის ემზადება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური