SJC მთავრობას დაკისრებულ ვალდებულებს ახსენებს

0
233

სოციალური სამართლის ცენტი (SJC) ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ხელის მოწერის შემდეგ მთავრობას დაკისრებულ ვალდებულებს ახსენებს და სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს.

ორგანიზაცია ასევე აფასებს 2017-2021 წლების სასამართლო სტრატეგიით გათვალისწინებულ აქტივობებს, რომელიც სასამართლო რეფორმის პროცესში უნდა განხორციელებულიყო და მიზნად ისახავდა მოსამართლეთა მიუკერძოებლობის, კეთილსინდისიერებისა და დამოუკიდებლობის პრინციპების გაძლიერებას.

“პოლიტიკური ნების ნაკლებობამ და ფრაგმენტულმა საკანონმდებლო ინიციატივებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ვერ შეასრულა საქართველოს კონტექსტისათვის უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური გამოწვევა. კერძოდ, რეფორმა არ შეეხო რეალური ძალაუფლების გადანაწილებასა და სასამართლო სისტემაში დე ფაქტო გავლენიანი ჯგუფების არსებობის საკითხს”. – ნათქვამია განცხადებაში.

“2017-2021 წლების სასამართლო სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების მდგომარეობის შეფასებისას კი დადგინდა, რომ განხილული 92 საქმიანობიდან, 2017 წლიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით, მხოლოდ 35 შესრულდა (31 ნაწილობრივ შესრულდა, 26 შეუსრულდა)”. – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 19 აპრილის შეთანხმების გაუქმება სასამართლო სისტემის გამოსწორების პერსპექტივის დღის წესრიგიდან გაქრობის გარდა, ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობა იყო, რასაც საპასუხოდ საკმაოდ მკვეთრი განცხადებები მოყვა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი შესაბამის უწყესებს მოუწოდებს: რადიკალურად შეცვალონ სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგია  და იხელმძღვანელონ სასამართლო ხელისუფლების კონსესუსზე დაფუძნებული მართვის მოდელით; შექმნან მართვის ისეთი სისტემა, სადაც ძალაუფლების კონცენტრაციის რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. 

 

 

წინა სტატიარუსეთი ლუკაშენკოს ძალაუფლებიდან ჩამოშორების გეგმას ამზადებს
შემდეგი სტატიაზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მალხაზ თორია და თემურ ბასილაია გახდნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური