ნეიტრალიტეტი ნიშნავს რუსეთში დაბრუნებას, განუვითარებლობას, მონობას. მისი თქმით, გულუბრყვილობა, ისტორიის უცოდინარობა და დღევანდელი რუსეთის რაობის ვერ გააზრებაა იმის ფიქრი, რომ რუსეთის დამოკიდებულება განპირობებულია ჩვენი ნატოსკენ სწრაფვით. – განაცხადა პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
“ანუ, იტყვი “ნეიტრალური ვარ” და მორჩა? შეგეშვებიან?
აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრეთ ეს?
აქამდე როგორ ვერ მოიფიქრა ყველა პატარა, სუსტმა სახელმწიფომ რომ ეს ეთქვა და დაემთავრებინა ომები დედამიწაზე? მეოთხე კლასში რატომ არ ვასწავლით, რომ ამის თქმა ასეთი მნიშვნელოვანია? ნეიტრალიტეტი ჩვენთვის, დღეს და ახლა, ნიშნავს რუსეთში დაბრუნებას, განუვითარებლობას, მონობას.
–
შეთავაზება: მობილური მოწყობილობებით უკრაინის შესახებ მოკლე და განახლებული ინფორმაციის 24/7 რეჟიმში გასაცნობად, გამოიწერეთ ტვ ოდიშის საინფორმაციო სამსახურის ტელეგრამ-არხი.