მდინარაძის თქმით: ,,ქვეყნის მტრობაა ხელისუფლებას “მიაწვე”, რომ უკრაინის ცის ჩაკეტვა მოითხოვოს

0
169

გუშინ, 21 მარტს უკრაინის რადის თავმჯდომარემ 10-ზე მეტი ქვეყნის დეპუტატებს, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა, რადგან შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა უკრაინის ცის ჩაკეტვა იყო.

დოკუმენტს საქართველოდან ხელს აწერდა ოპოზიციონერი, “რეფორმების ჯგუფის” წევრი, გრიგოლ ვაშაძე, მმართველი პარტიიდან კი არავინ.

“უკრაინის ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით დოკუმენტზე დღევანდელ სიტუაციაში რომ საქართველო მოსთხოვ პასუხს, რატომ არ აწერს მისი ხელისუფლება ხელს და რატომ არ უერთდება, ამ კონკრეტულ თემას, როდესაც ნატოს ქვეყნები, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები, მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნები ამ თემასთან დაკავშირებით თავს იკავებენ და თქვენ საქართველოს ხელისუფლებას “აწვებით” ამიტომაც ხართ დამატებით საქართველოს მტრები;

იმიტომ, რომ გინდათ საქართველო ჩაითრიოთ ომში და ჩვენ ამას არ დაგანებებთ”, – მამუკა მდინარაძე ქვეყნის მტერს უწოდებს მათ, ვინც ხელისუფლებას აიძულებს, რომ უკრაინის ცის ჩაკეტვის შესახებ დოკუმენტს შეუერთდეს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

შეთავაზება: მობილური მოწყობილობებით უკრაინის შესახებ მოკლე და განახლებული ინფორმაციის 24/7 რეჟიმში გასაცნობად, გამოიწერეთ ტვ ოდიშის საინფორმაციო სამსახურის ტელეგრამ-არხი.

წინა სტატიაუკრაინაში დანაღმული ტერიტორიის მოცულობა საქართველოს ფართობს აღემატება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ახლა მუდმივად შეეცდებიან, ზელენსკისაც ისეთივე ტრიუკები ჩაუტარონ, როგორც ჩვენ თავის დროზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური